გოჩა ენუქიძე: პრიორიტეტული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გოჩა ენუქიძე სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს განაგრძობს.
ამროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭყვიშისა და ჭრებალოში მოსახლეობასთან შეხვედრამ ინტერაქციის რეჟიმში ჩაიარა. შეკრებილმა ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საჭიროებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და კანდიდატის მხრიდან დაპირებები მიიღეს. როგორც გოჩა ენუქიძემ განაცხადა, მოქალაქეებისთვის ასეთი ღია შეხვედრები საჭირო და აუცილებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ სოფლებში, სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრქტურული მიმართულებით ბევრი რამე გაკეთდა, გამოწვევები კვლავ რჩება, მე შევპირდი აქ შეკრებილ ამომრჩევლებს, რომ პრიორიტეტულ პროექტებს სახელმწიფო ეტაპოვრივად განახორციელებს“,-განაცხადა ენუქიძემ.
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფლებში-ჭრებალოსა და ჭყვიშის თემებში არაერთი პროექტი განხორციელდა მათ შორის, სოფელ გენდუშში მოეწყო დროებითი წყალმომარაგების ქსელი, სოფელ ჭყვიშში სრულიად რეაბიტილდა გზა და ბეტონის საფარით დაიფარა, აღსდგა ჭყვიშისა და ქვიშარის წყალსადენები, სოფელ ჭყვიშში სოფლის ამბულატორია აშენდა, სოფელ ჭყვიშში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორცილებელი სოფელ ჭრებალოს თემშიც.