აჭარაში კორონავირუსით კოდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის კაცია, იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა. პაციენტის დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება იყო.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით”,-გამაცხადა გია კიკაბიძემ