გაეროს ბავშვთა ფონდი და ქუთაისის უნივერსიტეტი პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომლის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლების შესახებ მომავალი სპეციალისტებისა და პროფესიონალების გაძლიერებისთვის. კონფერენციის ფარგლებში გაეროს ბავავთა ფონდმა მხარი დაუჭირა აკაკი წერეთლის უნივერაიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნას, რომელუც საინფორმაციო ჰაბი იქნება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე. კონფერენციაზე საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ისაუბრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები