წალენჯიხაში ნადირობა უბედური შემთხვევით დასრულდა – გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები სანადიროდ იყვნენ წასული, რა დროსაც მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება, სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები