მარნეულში ნაცემი “ქართული ოცნების” შტაბის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა
თემურ შუბუთიძეს აღენიშნება სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა – ამის შესახებ ნიუჰოსპიტალის ექიმმა ზურაბ ედიშერაშვილმა განაცხადა.
„დადგინდა დიაგნოზი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, როგორც იგეგმებოდა. ოპერაციამ ჩაიარა გართულებების გარეშე ამ წუთას, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური და იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში“,- ზურაბ ედიშერაშვილი
ცნობისთვის, გუშინ მარნეულთან, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე “ქართული ოცნების” შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.