ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. ორი მოზრდილია და ორი ბავშვი. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
” დაგვემატა 4 პაციენტი, ორი მოზრდილი და 2 ბავშვი. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს, ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენინე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე. პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 57 კოვიდ დადებითი გადის მკურნალობას, მათგან 17 ბავშვია.