ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს ბოლო 24 საათში 16 პაციენტი დაემატა.
პაციენტების ნაწილი გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის რეგიონიდან შეიყვანეს.
პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და ბავშვები.
ამ დროისათვის, კოვიდცენტრში 85 პაციენტი იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.
ამ დრომდე კი ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.