ზაურ დარგალი: ჩვენ ერთად ვართ და იაფფასიანი პოლიტიკური სპექტაკლებით, ვერ შეძლებენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
თემო, პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებ, მეგობარო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მარნეულისა და გარბადნის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეს უცნობი პირების მიერ სასტიკად ნაცემი თემურ შუბითის ფოტოს აქვეყნებს.
დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდებოდეს.
“თემო, პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებ, მეგობარო!
ის, რაც დღეს, ჩვენი შტაბის საარჩევნო სპეციალიატის, თემურ შუბითიძის მიმართ განხორციელდა იყო პოლიტიკური მოტივით, ფიზიკური ანგარიშსწორება.
ორი დღის განმავლობაში, მარნეულში და არამარტო აქ, შექმნილი მდგომარობა ბადებს საფუძვლიან განცდას, რომ ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი, ოპოზიციური ძალები ხელოვნურად, პროვოკაციული გზით ცდილობენ ჩვენს წარმომადგენლებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას და საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციას, რაც რათქმაუნდა არ გაუვათ და ამის საშუალებას მმართველი ძალა არ მისცემს.
ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ იაფფასიანი პოლიტიკური სპექტაკლებით, ვერ შეძლებენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – წერს ზაურ დარგალი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მარნეულისკენ მიმავალ გზაზე “ქართული ოცნების” შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკაშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.