კახა ოქრიაშვილს დღეს კიდევ 40-მდე მხარდამჭერი გაემიჯნა

ორმოცამდე მხარდამჭერი გამოაკლდა დღეს კახაბერ ოქრიაშვილს დმანისის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივები მას მერყევ პიროვნებას უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი ნდობა აღარ აქვთ.
ყოფილი მხარდამჭრების განცხადებით, “ქართული ოცნებიდან” “ნაციონალურ მოძრაობაში” პორტირებული კახაბერ იქრიაშვილი ძალადობრივ და პროვოკაციულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ადგილობრივების თქმით, მათ მშვიდობიანი ცხოვრება სურთ.

კიდევ ერთი მძიმე ბრალდება, რომელიც დმანისელებმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერილ კანდიდატს წაუყენეს, ეთნიკური შუღლის გაღვივებაა. დმანისელების თქმით, კახაბერ ოქრიაშვილს ამის ნებას არ მისცემენ.

მოსახლეობისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია ოქრიშვილის ნაციონალურ მოძრაობაში გადაბარგება. სწორედ ეს უკანასკნელია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე თვეზე მეტია ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები ყოველდღიურად მცირდება. ყველა, ვინც კახაბერ ოქრიაშვილს 2020-ის არჩევნებში მხარდაჭერაზე უარი უთხრა, ხაზს უსვამს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავე რეჟიმი და მათ არ სურთ წარსულში დაბრუნება.
შეგახსნეებთ რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში კახაბერ ოქრიაშვილის რიგები 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები