მმართველი გუნდის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ქალაქ ახმეტის მოსახლეობას შეხვდა. ორი უბნის მოსახლეობამ ირაკლი ქადაგიშვილს ქალაქის პრობლემები გააცნეს და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ძირითადად სასმელი წყლის, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახმეტაში ბევრი პროექტი განხორცილდა, რაც მოსახლეობას აძლევს კვლავ იმედს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკურ კურსი და ხედვები გაიზიაროს.
” ვსაუბრობთ ყველა იმ პრობლემებზე, რაც მნიშვნელოვანია ახმეტისათვის და ზოგადად იმ პოლიტიკურ ვითარებაზე და სიტუაციაზე, რაც ქვეყანაშია. ასევე ვსაუბრობთ იმ მომავლის გეგმებზე, რაც ჩვენ ქვეყანას და ქართულ ოცნებას გააჩნია და მოსახლეობა გაგებით ეკიდება ჩვენ პოლიტიკას და ჩვენი პარტიის პოლიტიკურ კურსს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.