„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ ჯაში იქნება

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ დღეს ბათუმში პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის ოლქში პარლამენტის მანდატისთვის მარიამ ჯაში იბრძოლებს, რომლის პარალელურად ის პარტიული სიის პირველი ნომერიცაა.

„დიახ, პარტიამ გადაწყვიტა, სწორედ პარტიული სიის პირველი ნომერი ყოფილიყო ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, რითაც გვინდოდა სწორედ აჭარის მიმართ გამოგვეხატა განსაკუთრებული პატივისცემა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს არ დაუსახელებიათ, მთიან აჭარაში კი პარტიის სახელით ამირან მალაყმაძე იყრის კენჭს.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბათუმში, “ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსის” კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება, რომელიც ასევე არის უმაღლესი საბჭოსთვის პარტიული სიის პირველი ნომერი, ქობულეთში – ლაშა ვერულიძე, მთიან აჭარაში კი – ანჟელა ვერძაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები