ზუგდიდში ენმ-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი არ მოაწერეს

ზუგდიდში ენმ-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგნიზაცია პროტესტს გამოხატავს და დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, აღნიშნულიდან გამომდინარე მათ ახსნა-განმარტებით მიმართეს N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, თუ რატომ აცხადებენ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს.
როგორც, ცესკოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ,  მათი პარტიიდან საუბრნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებზე დისკრიმინაციული მიდგომა და არათნაბარი მოპყრობა ხორციელდება, მათივე თქმით, კოლეგიალობის ყველა ნორმა დარღვეულია და სწორედ ამ მოტივით უარს აცხადებენ კოდექსის ხელმოწერაზე.
ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს 18:00 საათზე ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
რაც შეეხება თავად #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის შეფასებებს აღნიშნულთან დაკავშირებოთ, „რეგიონული კვირა“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები