მარნეულის პოლიციაში ჯეიჰუნ მუჰამედალის გამოკითხვა დასრულდა

ამ წუთებში მარნეულის საპატრულო პოლიციაში ჯეიჰუნ მუჰამედალის გამოკითხვა დასრულდა.
“მთავარი არხის” ჟურნალისტმა გამოძიებას გუშინ, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშორებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გამოძიებამ ჟურნალისტის პერანგი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე გამოკითხული არიან “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ოპერატორი, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ოპერატორი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები