ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია რამდენიმე წუთის წინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.