მარტვილში №1 ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტიში აქტიურად მიმდინარეობს №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ დაათვალიერეს.

პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს.

ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები