“შეკრებილ ადამიანებს უამრავი პროექტი და პროგრამა გავაცანით, გავეცით ის დაპირებები, რომელსაც მომავალში აუცილებლად შევასრულებთ”

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა სოფელ ქვედა ცაგერში, ახლადმოწყობილ სკვერში გაიმართა.

“აქ შეკრებილ ადამიანებს უამრავი პროექტი და პროგრამა გავაცანით, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია ახორციელებს, გავეცით ის დაპირებები, რომელსაც მომავალში აუცილებლად შევასრულებთ. რაც ყველაზე მთავარია – ხალხმა სწორად დაინახა ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მმართველი ძალა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის დგამს, მათ შორისაა გზების, სკვერებისა და წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია, სხვადასხვა სოციალური პროგრამები, მრავალშვილიანთა დახმარება და სხვა. ჩვენ კვლავ ვპირდებით მათ, რომ მომავალშიც გაგრძელდება აღმშენებლობა“, – განაცხადა გოჩა ენუქიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნატო მურცხვალაძე ამბობს, ასეთი შეხვედრები ხალხთან უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა ხალხის ხმა კარგად ესმოდეს ადგილობრივ თვითმმართველობას.

„დღეს ამ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ჯობია ჩვენი მომავლისა და განვითარებისთვის-„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ნდობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას, იმედია, ჩვენს ნდობას გაამართლებენ“, – განაცხადა ქვედა ცაგერის მკვიდრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები