თამარ გაბუნია: აჭარაში გაფართოებული ტესტირების საჭიროება ამ ეტაპზე უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი

აჭარაში გაფართოებული ტესტირების საჭიროება ამ ეტაპზე უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება .
მისი თქმით, იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს,  არ არის გამართლებული.

„ტესტირება არის მიზნობრივი, მაღალი რისკის ჯგუფებში. ზოგადად საერთაშორისო რეკომენდაციები ისეთია, რომ პირველ რიგში, სიმპტომური პირი უნდა გაიტესტოს, მაღალი რისკის ჯგუფი, ექიმები ან სხვა პროფესიის პირები და ასევე კონტაქტები. ეს არის ჩვენთვისაც მთავარი ფოკუსი. ამის მოცვა კეთდება. ფართო მასობრივი ტესტირება, რომელიც იყო სექტემბრის დასაწყისში, ამის მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხდარიყო ინფექციის გადინება აჭარიდან. რასაც მივაღწიეთ კიდეც.

გაფართოებული ტესტირების საჭიროება ამ ეტაპზე უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი. იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, არ არის ეს გამართლებული, რადგან ეპიდემიოლოგმა უნდა განსაზღვროს რა მომენტშია ტესტირება სწორი და როდის იქნება პასუხი გამოვლენადი. სიცხე თუ აქვს ვინმეს და სიმპტომი, ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, მას ტესტირება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არა ყველას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები