ახმეტაში საქართველოში ბორის წიკლაურის ექსტრადირებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით დღეს დილიდან მისი ოჯახის წევრები და თანასოფლელები აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება იტალიასთან რომ 41 წლის კაცის რუსეთისთვის გადაცემა არ შედგეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქმე ეხება 1999 წელს რუსეთის ფედერაციაში ქალაქ ნოვოპავლოვსკში თავდაცვის მიზნით ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც წიკლაური პირველი ინსტაციის სასართლომ გაამართლა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2000 წლიდან ახალი მტკიცებულებების საფუძველზე მასზე განზრახ მკლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

2019 წელს წიკლაური საქართველოდან იტალიაში გაემგზავრა, თუმცა სამართალდამცველება ის აეროპორტშივე დააკავეს და ამ ეტაპზე, იტალიის სასამართლოს განჩინებით დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება იგეგმება.

დაკავებულის ახლობლები, ბორის წიკლაურის რუსეთისთვის გადაცემას კანონდარღვევად მიიჩნევენ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა და მათი თქმით, შესაბამისი უწყებები ვალდებულები არიან წიკლაურის სამშობლოში ექსტრადირება მოითხოვონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები