ჭიათურის მერმა მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს მაღაროელთა დღე აღინიშნება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, პროფესიული საქმიანობა, მაღაროში დასაქმებულებს მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის.
“მინდა ყველა მაღაროელს მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლური და ვაჟკაცური დამოკიდებულებისათვის. თითოეულ მაღაროელს დიდი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე, ქედს ვიხრი იმ დაღუპული მაღაროელების წინაშე, რომლებიც თავიანთ პროფესიას შეეწირნენ. დარწმუნებული ვარ,კვლავაც არაერთხელ იტყვით თქვენს სიტყვას ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში”,- განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, მაღაროელთა დღე “ჯორჯიან მანგანეზმა” შარშან დააწესა და ის ყოველი წლის 30 სექტემბერს აღინიშნება.