კახეთში კოვიდ 19 ჯარისკაცს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი ჯარისკაცს დაუდასტურდა. „რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, მამაკაცმა ცხელებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, პაციენტს ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა და კოვიდ 19 დაუდასტურდა.
“სამხედრო პირი ჩვენს საავადმყოფოში ცხელებით შემოვიდა, დაახლოებით 1 საათით გაჩერდა, ამ ეტაპზე ჩვენთან აღარ იმყოფება, გადაყვანილია შესაბამის კლინიკაში, ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი დადასტურდა”- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
დაინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები