გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში დღეს დილით, კაცმა თანასოფლელი ცეცხლასროლი იარაღით დაჭრა.
51 წლამდე მამაკაცი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
-„მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება ორივე წვივის არეში, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა გელა ორველაშვილმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.