ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
როგორც ზუგდიდის რესურსცენტში აცხადებენ, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ისინი სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი გამოუვლინდა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეებს ემსახურებოდა.
ცნობისთვის, მოსწავლეების დაინფიცირების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, რუხის, ინგირის N1 და დიდინეძის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
ხოლო გუშინ, ხობის სოფელ ქარიატას სკოლაც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რადგან სასკოლო ავტობუსის მძღოლს ვირუსი გამოუვლინდა, რომლიდანაც კიდევ 7 პირი დაინფიცირდა, ოჯახის წევრები და მეზობლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები