აჰმედ იმამკულიევი: აზრი არ აქვს, ვის დაესხმებიან თავს – ეს იქნება ოპოზიციის წევრი, ეს იქნება ჟურნალისტი, თუ “ქართული ოცნების” წევრი – ეს არის სირცხვილი

ვინც არ უნდა იყოს და რომელი მხარეც არ უნდა იყოს ყველა უნდა დაისაჯოს რადგან საქართველოში სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური შურისძიება და პიროვნულზე გადასვლა – ამის შესახებ მარნეულსა და გარადბანში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა.
მან მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ყოველგვარი დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ, რათა ეს ქვეყნის მომავალს აზიანებს.

“დღევანდელი ფაქტი ვის შეუძლია დაუკავშირდეს ამას მე ვერ გეტყვით, ეს პოლიციის პრეროგატივაა. დღევანდელი და გუშინდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა. აზრი არ აქვს, ვის დაესხმებიან თავს – ეს იქნება ოპოზიციის წევრი, ეს იქნება ჟურნალისტი, თუ “ქართული ოცნების” წევრი – ეს არის სირცხვილი. ამის გაკეთება და ამის ნახვა ძალიან ძნელია. მე ვიფქრობ, ვინც არ უნდა იყოს და რომელი მხარეც არ უნდა იყოს ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან საქართველოში სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური შურისძიება და პიროვნულზე გადასვლა. პოლიტიკოსებს უნდა მივცეთ სცენა. პოლიტიკოსებს უნდა მივცეთ პოლიტიკურად ცხოვრების უფლება. ყველა მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო რომ ნუ გადავლენ დაპირისპირებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს მომავალს. ჩვენ გვჭირდება  თქვენი მხარდაჭრა არჩევნებზე ხმის მიცემით და არა ფიზიკური დაპირისპირებით. ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დავდგები იმ პიროვნების გვერდით, ვინც არის დაზარალებული და მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება, რადგან ჩვენ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება“,- თქვა აჰმედ იმამკულიევმა

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მარნეულისკენ მიმავალ გზაზე “ქართული ოცნების” შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკაშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები