გორში, თამარ მეფის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის. მისი სიგრძე 850 მეტრია.
სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია.
“პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე, დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.
ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები