სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულიs მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებული 577 ტესტიდან კორონავირუსზე 17 დადებითია.

“6 ახალი შემთხვევა ხობში გუშინ დადასტურებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია, ასევე 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში გამოვლენილი რომლებიც ბათუმს უკავშირდებიან, აქედან 5 ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდ არის და ფოთში მუშაობდა. რაც შეეხება ზუგდიდს, გვაქვს 5 ახალი შემთხვევა, რომელთგან 1 არის საზღვრისკვეთა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1 გამოვლინდა კარანტინში, შემოსული იყო საზღვრის კვეთით, 1 კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია, სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, დისტანციურზე გადავიდა ასევე ქარიატას სკოლა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

თორიას ინფორმაციით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 114 მოქალაქეს.

რაც შეეხება საოკუპაციონხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში
39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში – 176 ადამიანი იმყოფება.

გამოჯანმრთელდა 4 მოქალაქე, მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშიდანაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები