აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონში რეკორდულია, რაც აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა.
ახალი პროტოლოკის თანახმად, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე 175-მა პაციენტმა უკვე დატოვა.
დღეს კოვიდკლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში არსებულ სტაციონარებში 447 პაციენტი მკურნალობს, მათ შირის 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული.
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში 9 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი.
კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.