მორიგი ძალადობრივი თავდასხმა – “ქართული ოცნების” შტაბის წევრს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მორიგი ძალადობრივი თავდასხმა მარნეულთან, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე “ქართული ოცნების” შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მის ავტომობილს ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ კი შუბითიძე სასტიკად სცემეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები