ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
” 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები