ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამა კახეთის რეგიონში გრძელდება

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები კახეთის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ, რომლებმაც სრიგპ-ის პირველი კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს. ამის შსახებ,, რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები, ვიტოლდ სარტორიუსი და თინათინ ხანჯალიაშვილი, 24 და 25 სექტემბერს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ, რათა ეხილათ როგორ მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესი. პროექტის წარმომადგენლებმა რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია მიაწოდეს სრიგპ-ის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრები გაიმართა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებთან გაიმართა.
2020 წლის ივნისში, საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი ჩაატარა. 11-მა მუნიციპალიტეტმა 4 საპილოტე რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ჯამში 5 მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო. მათ შორის არის კახეთის 3 მუნიციპალიტეტი – თელავი, საგარეჯო და ახმეტა, რომელთაც ჯამში 1 770 000 ლარის დაფინანსება მიიღეს. მუნიციპალიტეტები, რომლებიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ იქნა შერჩეული საპილოტე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ ორგანიზებულ კონკურსში, მცირე მასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები