ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კორონავირუსი მიკროატობუსის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც იმავე სოფლის საჯარო სკოლას ემსახურებოდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვიც ცენტრში განუცადეს, ქარიატას სკოლის 80 მოსწავლე და 28 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
„ინფიცირებულ მამაკაცის 153 კონტაქტია მოძიებული და გატესტილი, აქედან უშუალოდ ახლო კონტაქტი ჰქოდა 23 ადამიანთან, ესენია ოჯახის წევრები და მეზობლები. მათ ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება, რომლის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო პერსონალი მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ“, – განაცხადეს ხობის საზოგადოებრივ ცენტრში.