ალექსანდრე მოწერელია – არავის შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ქვეყნის წარმატებისთვის, ვიდრე მასწავლებელს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მისი თქმით, მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასება, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია.
„პედაგოგები ახალი, სერიოზული გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდნენ, თუმცა მათ შეძლეს სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება. გამოწვევა არ დასრულებულა და ამ რთულ ფონზე სწავლის გაგრძელება ახლაც გვიწევს. მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასება, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენ შევძელით მიგვეღწია, რომ მასწავლებელთა ხელფასის რეგულარული ზრდა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა და ახალგაზრდა კადრების მოტივირება მასწავლებლის მნიშვნელოვან პროფესიაში შესასვლელად ყოფილიყო მაქსიმალურად გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყნის განვითარებისთვის არ არსებობს უფრო სტრატეგიული პროფესია და პოზიცია, ვიდრე სკოლის მასწავლებლობა, არავის შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ქვეყნის წარმატებისთვის, ვიდრე მასწავლებელს” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.