“ცდილობენ დაიწყონ პროვოკაციები და არიონ სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არავის არ მივცემთ” – “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი მარნეულის ინციდენტზე

ჩვენ „ქართული ოცნება“ უზრუნველვყოფთ მანრეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდეს მშვიდად დემოკრატიული არჩვევნები. მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, რა თქმა უნდა – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” მარნეულის შტაბის უფროსმა დღეს ნ13 საოლქო კომისიასთან მომხდარი ინციდენტი.

ამირან გიორგაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს პროვოკაციების გზით, ხელი შეუშალოს არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვას.

„არ ვიცი ვინ რას ამბობს მე ვიტყვი, რაც მოხდა რეალურად. აქციას ატარებდნენ ჩვენს მიმართ იყო მუქარა და გინება პარტიის მიმართ. ასევე პარტიის აქტივისტების მიმართ. მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ გადაღებულია და დაფიქსირებულია. ლაშა ქველაძე, რომელიც არის “ნაიონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საოლქოში, ჩვენს წევრს ასევე, რომელიც არის “ოცნების” წარმომადგენელი საოლქოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში დაარტყა და მაიკა აქვს შემოხეული. კადრები არსებობს სამართალდამცავი ორგანოები ჩართულები არიან და ამოიღებენ ალბათ ამ კადრებს.
აზერ სულეიმანოვი და მისი მხარდამჭერები იმიტომ არიან განერვიულებულები, რომ უკვე გამოიკვეთა წინა საარჩევნოდ მოსახლეობა ვის უჭერს მხარს. ამის გამო ისინი ცდილობენ დაიწყონ პროვოკაციები და არიონ სიტუაცია მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არავის არ მივცემთ. ჩვენ „ქართული ოცნება“ უზრუნველვყოფთ მანრეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდეს მშვიდად დემოკრატიული არჩვევნები. მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, რა თქმა უნდა. კაცი დეპუტატია და კიდე უნდა, რომ პარლამენტის წევრი გახდეს და ჩვენს აქტივზე ფიზიკურად გაიწია, ამის შემდეგ რაზე უნდა ველაპარაკო მას. კიდევ ვაფიქსირებ ეგენი არიან განწირულები წაგებაზე, ეს გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სწორედ ამიტომ, ცდილობენ არიონ სიტუაცია. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, წყნარი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა ამირან გიორგაძემ „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები