ირაკლი ქადაგიშვილი: ვსაუბრობთ იმ საქმეებზე, რაც გაკეთდა და შესრულების პროცესშია

,,ყველა შეხვედრა მიმდინარეობს საქმიან ვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ასახავს ამომრჩევლის დამოკიდებულებასაც მმართველი პარტიის მიმართ” – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ვიზიტის დროს განაცხადა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქადაგიშვილი დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის და სოფელ ქისტაურის მაცხოვრებლებს შეხვდა.
თელავი – ახმეტა – ყვარელი – ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივები შეხვედრებზე ატიურ მონაწილეობას იღებენ და ინტერესდებიან, რაც მმართველი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტების საფუძველზე ხდება.
,,ჩვენ ვსაუბრობთ იმ საქმეებზე, რომლებიც გაკეთდა და რომელიც შესრულების პროცესშია.
ასევე, ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე და ამავდროულად იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი კუთხით, ასევე ზოგადად, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ყველა შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან საქმიან ვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ასახავს ამომრჩევლის დამოკიდებულებასაც მმართველი პარტიის მიმართ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

https://youtu.be/x3bxSON9cP4]

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები