“პროვოკაცია “ნაცმოძრაობას” აწყობს, რადგან იციან წაგებული აქვთ არჩევნები” – ზაურ დარგალი

“ქართული ოცნების” მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი დღეს მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. დარგალის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თავის ჩვეული სტილით პროვოკაციების მოწყობის გზით წარმართავს საარჩევნო კამპანიას. ამის პარალელურად კი, დარგალის განცხადებით, “ქართული ოცნება” მშვიდ და კონსტრუქციულ კამპანიას აწარმოებს.
“პირადად მე, აქტიურად ვაგრძელებ წინასაარჩევნო კლამპანიას ისევე, როგორც შარშან, წელსაც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყველა სოფელში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არანაირი პროვოკაცია არ გვაწყობს და  არც ერთ არჩევნებში არ ყოფილა ჩვენი მხრიდან პროვოკაცია. ერთ-ერთი ვისაც პროვოკაცია აწყობს ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. იქიდან გამომდინარე, რომ იციან წაგებული აქვთ მარნეულში და არამარტო მარნეულში მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ყველაფერს იყენებენ, რომ რაღაც პატარა პროვოკაცია მოაწყონ და სამწუხაროდ, დღესაც ნახეთ კიდევ ერთი მაგალითი პროვოკაციის მარნეულში მოხდა და როგორც ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” თავის სტილით აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ვერ იგებს იმ ფაქტს, რომ არჩევნები აქვთ წაგებული. ჩვენი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს საარჩევნო კამპანია და არჩევნებიც, ჩვენ ვართ ამის გარანტი.
ინციდენტთან დაკავშირებით მე ვიცი, რომ შელაპარაკება მოხდა, რომელიც პროვოცირებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მხრიდან. მე არ ვესწრებოდი ინციდენტს, მაგრამ ვნახე ვიდეო სადაც კარგად თეატრალიზირებული ემოციები იყო “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერების მხრიდან”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები