ახალციხეში სომეხი თემი სომხეთის დასახმარებლად შეიკრიბა

ახალციხეში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში სომხური თემი შეიკრიბა. ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობა ამ წუთებში განიხილავს იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლება სომხეთს დახმარება გაუწიონ.

“გვინდა ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულებს პროდუქტი გავუგზავნოთ. წასვლა გვინდა და საზღვარზე არავინ გვიშვებს. კორონას გამო არ გიშვებთო. ისინი ხომარ ჩამოდიან ჩვენები მიდიან და რა პრობლემაა. ჩვენი ძმები, მშობლები და ნათესავები სომხეთში ბრძოლობენ, ჩვენც გვინდა მათ გვერდში დგომა და ჩვენი ქვეყნის დახმარება”,-განუცხადა “რეგიონულ კვირას” შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ნინოწმინდაშიც იგივე ამბავი იყო. ჩვენს ბიჭებს არ უშვებენ. საკვები პროდუქტების გაგზავნა მაინც შევძელით გუშინ. დღეს ახალციხეშიც შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ რა შეიძლება გავაკეთოთ და რა უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ სომხეთში გაგვიშვან და საზღვარი გახსნან”,- ამბობენ ადგილობრივები.

“რეგიონულ კვირას” წყაროზე დაყრდნობით, ახალციხიდან რამდენიმე ახალგაზრდა ნინოწმინდაში ჩავიდა, რათა სომხეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალციხის მსგავსად სომეხი თემი ნინოწმინდაშიც შეიკრიბა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნა საზღვრის გახსნა იყო.

ცნობისთვის, ადგილობრივებს უკვე შეგროვებული აქვთ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, რომელსაც სომხეთში დასახმრებლად გაგზავნიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები