მარნეულში მომხდარ ინციდენტს საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ეხმაურება
მარნეულში N13 მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარე ანა ილურიძე ოლქის ადმინისტრაციული შენობასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ილურიძის განცხადებით “ნაცმოძრაობის” წევრები კომისიის მუშაობას ხელს უშლიდნენ.
“მინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გარეთ მიმდინარე აქციის ფარგლებში, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტები მოხდა. პირდაპირ ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჩემს თანამშრრომელს და ხელს გვიშლიდნენ საოლქო კომისიას მუშაობაში. მეტიც აპირებდნენ ჩვენთან შემოჭრას რის გამოც პარალიზებული შეიქმნა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა”, – განაცხადა ანა ილურიძემ.