ჩვენ ვაწვდიდით საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციის მატება – ასე გამოეხმაურა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ დაპირისპირებას ირაკლი კობახიძე. კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.
“მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას “ნაცმოძრაობის” წარმომადგებლებმა მოაწყვეს აქცია, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მმართველ გუნდს და ამის მერე ერთ-ერთი წევრი ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას, ამ დროს იყო ფიზიკური დაპირისპირება და კომისიის ერთ-ერთ წარმომადგენელს პერანგი შემოახია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა. ჩვენ ვაწვდიდით საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციის მატება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში საოლქო კომისიის ადმინისტრაციასთან “ნაცმოძრაობის” საპროტესტო აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.