წყალტუბოში მოზარდზე სავარაუდოდ გარყვნილი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგოსთან გარყვნილი მქედება ოჯახის ახლობელს ქონდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მოზარდი ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, ამასთან მზრუნველობა მოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. ცენტრის დორექტორის თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი ხუთი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მოზარდთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები, მისი მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეს, დირექტორის ინფორმაციით, მასზე გამოწერილია შემაკავებელი ოქმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.