სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ ბოლო სოფელში, ძევრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა მირზა ქოჩიაშვილმა სამუშაოები ძევრში მერის წარმომადგენელ ფრიდონ კუტალაძესთან ერთად დაათვალიერეს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების შესახებ ესაუბრნენ.

როგორც მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა, ამჟამად სოფ. სეფარეთში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიმდინარეობს გაზგამანაწილებელი ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და სოფელში რეგისტრირებული 46 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ სეფარეთში გაზიფიცირება პრიორიტეტული პრობლემა იყო ადგილობრივებისათვის, რაც ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები