“ბოლნისელი ახალგაზრდები ვგმობთ ეთნიკურ შუღლს, რომელიც “ნაცმოძრაობისა” და მათი ლიდერების პროვოცირებულია
ბოლნისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები “ნაციონალურ მოძრაობას” ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუშინ სოფელ ნახიდურში ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი ახალგაზრდები ამბობენ, რომ საკითხი პოლიტიკურია და არანაირ შიდა ეთნიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. პროცესები დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქროაშვილის მიერ არის დადგმული. მათივე განცხადებით, ბოლნისელი ახალგაზრდობა გმობს და ემიჯნება ეთნიკური ნიშნით შუღლის გამწვავებას რეგიონში.
როგორც „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი ახალგაზრდა, ხალადინ ბილალოვი აცხადებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი შაშკინი ცდილობენ ეთნიკური შუღლის გაღვივებას.
„როგორც ყველასთვის ცნობილია სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტი, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა ამ ინციდენტს და არანაირი ერთნიკური საფუძველი არ ჰქონდა. ეთნიკური იალიყის მიკვრა დაუშვებელია. აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეთნიკურ იარლიყი მიეკრას აღნიშნულ საკითხს და ეთნიკური შურის გაღვივება მოხდეს. ჩვენ ბოლნისელი ახალგაზრდები მსგავსი საკითხებით პროვოცირების საშუალებას. ბოლნისელი ახალგაზრდები ვგმობთ ეთნიკურ შუღლს რომელიც არის გამოწვეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების მხრიდან, კერძოდ კახა ოქრიაშვილისა და დიმიტრი შაშკინის მხრიდან“, – განაცხადა ხალადინ ბილალოვმა.