ზუგდიდში წლის ბოლომდე 70 ქუჩა რეაბილიტირდება
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც ზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, წლის ბოლომდე ქალაქის 70 -მდე ქუჩაზე გზის საფარი სრულად განახლდება.
როგორც ფარულავა აცხადებს, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ზუგდიდში არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.
„ზუგდიდში აქტიურად ვაგრძელებთ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე სრულად განვაახლებთ 70-მდე ქუჩას. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ზუგდიდში, არც ერთი ხელისუფლების დროს არ განხორციელებულა. პროექტი ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით და წლის ბოლომდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სრულად განახლებული ინფრასტრუქურტურა გვექნება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ქალაქ ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.