“სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე წესები გამკაცრდება” – ბესიკ ამირანაშვილი

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის მერები, დაავადებათა კონტროლის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოხდა რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარების გაცნობა. გაიცა რეკომენდაციები ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დადგენილი წესების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ.
გაიცა დავალება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეტად გააქტიურდნენ მერის წარმომადგენლები და სოფლის ექიმებთან ერთად განახორციელონ მოკვლევა ინფიცირებულთა საეჭვო კონტაქტებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები