” მინდა მივაწვდინო ხმა, რომ ყველა ვეტერანის სახელით ნუ საუბრობენ ” – ბოლნისში ვეტერანებმა განცხადება გაავრცელეს

ბოლლნისში მცხოვრებმა ვეტერანებმა საერთო განცხადება გააჟღერეს. მათი განცხადებით, ყველაზე კარგად ვეტერანებმა იცინ მშვიდობის ფასი და არ დაუშვებენ სხვა ადამიანებმა ისაუბრონ მათი სახელით.

„შევიკრიბეთ იმის თაობაზე რომ, ტელევიზიით მოვისმინეთ გუშინ ორი ვეტერანის განცხადება, ვითომ და ბოლნისის მუნიციპალიტეტში იყვნენ შემოსული და სურდათ ქართველების და აზერბაიჯანელების კონფლიქტის ჩაქრობა. მინდა მივაწვდინო ყველა ვეტერანს ხმა, რომ ყველა ვეტერანის სახელით ნუ სარგებლობენ. თუ ვინმე პოლიტიკურ ძალას ემხრობა დააფიქსიროს თავის სახელით და ყველა ვეტერანის სახით ნუ საუბრობენ.ჩვენ არ გვეშლება აზერბაიჯანელებთან ურთიერთობა გვყავს უამრავი მეგობარი, უამრავი ახლობელი გვყავს და სხვისი დახმარება არ გვჭირდება ურთიერთობების გასარკვევად“,- განაცხადა გოგიტა შეყილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივი ვეტერანები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები