საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.
70-მდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდ 19-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს. მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯამში კლინიკაში მკურნალობის კურსს 80-მდე პაციენტი გადის. უახლოეს დღეებში მედიკოსები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ელოდებიან.