ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადასტურებენ თავშესაფარშიც. 5 ბენეფიციარის ანალიზის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან. ინფიცირებულებს შორისაა 10 თანამშრომელი.
,,ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე 90 ბენეფიციარია თავშესაფარში. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ეპიდემიოლოგებთან და რეკომენდაციასაც ვითვალისწინებთ. 10 სექტემბრიდან ყველა თანამშრომელი და მობინადრე თვითიზოლაციაშია“,-განაცხადა ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ