ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 8 კივიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არიან. რვავე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
“24 საათის განმავლობაში მივიღეთ 8 კოვიდდადებითი პაციენტი გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის,ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფულებაში, ამ დროისთვის, 55 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, ხოლი 103-მა ვირუსი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები