დღევანდელი მონაცემებით, გურიაში კორომავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
“მოგვემატა კიდევ ერთი შემთხვევა, გუშინ ჩადგმული იყო 127 ნიმუში და მხოლოდ ერთი იყო დადებითი. დღეს დილით კიდევ ჩაიდგა და საღამოსთვის გვეცოდინება პასუხები. საყურადღებოა ისევ ლაითური, “აჭარა ტექსტილის” ყველა თანამშრომლები გამოკვლეულია და საკარანტინე სივრცეებში არიან გადანაწილებული, მათი კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ.
ამ დროის მონაცემებით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 126 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის
27 გამოჯანმრთელებული პაციენტია.