ქუთაისში საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. 50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო. პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება სწავლის პროცესს, დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და 1 ოქტომბერს დაიწყება. სკოლაში დაცულია ყველა რეკომენდაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები