ქუთაისში კლინიკა “ბომონდი” უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა. კლინიკიდან დაახლოებით 15-მდე პაციენტი ბინაზე გაეწერა.
კოვიდცენტრში მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით შეიყვანეს 1 პაციენტი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, მედიკოსები სტაციონარში მოთავსებული ერთ-ერთი ორსულის გამოჯანმრთელებაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
“ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ჯამში, 77 პაციენტი გადის მკურბალობის კურსს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები