ზემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
სოფელ ზემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სულ 1,379 კმ. გზის საფარი დაიგო.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოები შეასრულა შპს „დინ გრუპმა“.